среда, 20 июня 2012 г.


პროექტის სახელწოდება: საქართველოს დაცული ტერიტორიები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და მათ მნიშვნელობას.
პროექტის აქტუალობა: საქართველო მდიდარია ბუნების მრავალფეროვნებით, თუმცა მეოცე საუკუნის დამლევს საქართველოს ბუნება დიდად დაზიანდა. მოსწავლეები ჩაწვდებიან ნაკრძალის არსებობის დიდ მნიშვნელობას და ჩამოუყალიბდებათ ბუნების მოვლის სურვილი.
პროექტის მიზნები: კლევის, ხე-ტყეების შემადგენლობის შესწავლის უნარ-ჩვევების  განვითარება; მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ ნაკრძალებს, მათ ადგილმდებარეობას და ამ ნაკრძალებში დაცულ მცენარეთა და ცხოვლეთა სახეობებს.
მონაწილეთა ასაკი: 16 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 სასწავლო წელი;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება საქართველოს ნაკრძალებზე ცალკ-ცალკე საპრეზენტაციო ფაილები;  შეიქმნება 
               ელექტრონული ჟურნალი ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები“, შეიქმნება ანგარიში, შეიქმნება ბლოგი და მასზე  განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.
მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულად ცალკ-ცალკე აკრიფონ საქართველოს ნაკრძალების საპრეზენტაციო ფაილები.
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი
რიწის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
ფსხუს სახელმწიფო ნაკრძალი
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი


მეორე ნაწილს დაევალება ნაკრძალის მნიშვნელობის კვლევა და რეფერატის  მომზადება;  მოხდება მოძიებული ინფორმაციის შეჯერება და ელექტრონული ჟურნლის ,საქართველოს დაცული ტერიტორიები“-ს რედაქტირება; შეიქმნება პროექტის ანგარიში,  რომელიც წარედგინება  სკოლის სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. სასწავლო წლის ბოლოს დაიგეგმება სასწავლო ექსკურსია მოსწავლეების მიერ შერჩეულ ზოგიერთ ნაკრძალში; პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, გეოგრაფია, ქართული ენა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა ქედელიძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: naira010780@gmail.com;
პროექტის ბლოგი: naira2012.blogspot.com







                         გაკვეთილის გეგმა